კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ეს ფანტაზიები მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“ - ელენე ხოშტარიას პასუხი კობახიძეს

ნახვები: 341 „ეს ფანტაზიები მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“ - ელენე ხოშტარიას პასუხი კობახიძეს

„ასეთი ფანტაზიები მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე," - განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: კობახიძემ თქვა, რომ გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის გეგმა განიხილებოდა.

"გარდა იმისა, რომ ასეთი ფანტაზიები მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემ ჯანმრთელობაზე, არის ქართლი ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

საუბარი შეთქმულებებზე, ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მოუწევთ ფიქრი, არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - თქვა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა