თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - მნიშვნელოვანია, ოპოზიციიდან არცერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს

ნახვები: 491 ანა წითლიძე - მნიშვნელოვანია, ოპოზიციიდან არცერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს - ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუმცა აზრთა სხვაობაა განხილვაში მონაწილეობის საკითხზე.

წითლიძის განცხადებით, ისინი არც განხილვას დაესწრებიან.

"მთელი ოპოზიციის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა და ამ პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, რომ არ მივიღებთ ამ იმპიჩმენტში მონაწილეობას, ხმას არ მივცემთ იმპიჩმენტს და არ ვიქნებით დარბაზში. აზრთა სხვაობა იყო ოპოზიციაში განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იყო ოპოზიციურ პარტიებში იდეა, რომ განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ კენჭისყრისას ყველას, ოპოზიციას ერთად დაგვეტოვებინა დარბაზი, ამაზე იყო აზრთა სხვაობა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კენჭისყრაში არ მიგვეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხი განხილვაში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ უნდა ჰქონდეს იმპიჩმენტს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის და თავიდანვე იყო ასეთი, რომ განხილვაშიც არ მიგვეღო მონაწილეობა", - განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა