Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნატო ჩხეიძე - პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამიტომ პროტესტის ნიშნად დარბაზს დავტოვებთ

ნახვები: 514 ნატო ჩხეიძე - პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამიტომ პროტესტის ნიშნად დარბაზს დავტოვებთ

პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ სესიაზე განვითარებულ მოვლენებს დარბაზის გარედან დააკვირდება.

„რადგან, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის, ვინც იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს დარბაზში დატოვოს პრეზიდენტი თავის ძველ მეგობრებთან, მან კი სხვა ფრაზა გამოიყენა, მაგრამ მე ასე გადმოვთარგმნი. რადგან პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ არ უჭერს მხარს იმპიჩმენტს, ამიტომ ჩვენ დავტოვებთ დარბაზს პროტესტის ნიშნად, ამ უსამართლო და უმართებულო პროცესის მიმართ და დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, დარბაზს გარედან მივადევნებთ თვალყურს,“ - განაცხადა ჩხეიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა