კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემ ქონებას თვითონ მივხედავ

ნახვები: 526 კახა კალაძე - დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემ ქონებას თვითონ მივხედავ

დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ, თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე - ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „არის ძალიან დიდი შანსი იმის, რომ კახა კალაძე იყოს დასანქცირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„ნუ მანერვიულებთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ. ვიცი, რომ თქვენ ჩემზე ძალიან განიცდით, ძალიან ნერვიულობთ. მინდა დაგამშვიდოთ და ამ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, მე თავად არ ვნერვიულობ სანქციებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მე ვგულშემატკივრობთ. ვიცი, ისედაც ბევრია ქვეყანაში სანერვიულო, შეიძლება თქვენც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ამიტომ გთხოვთ, რომ ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ.

ხომ გთხოვეთ, რომ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს. მეტი პასუხი რა გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ მაინტერესებს, არის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ქვეყანაში. ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. კახა კალაძეს დამასანქცირებენ {თუ არა}, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა