კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სერგეი შამბა - რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ საბჭოთა საზოგადოების დანგრევის მიუხედავად, გრძნობები მაინც არსებობს

ნახვები: 470 სერგეი შამბა - რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ საბჭოთა საზოგადოების დანგრევის მიუხედავად, გრძნობები მაინც არსებობს

აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

„ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა შამბამ.

მისი მტკიცებით, რუსული ენის წყალობით აფხაზეთი მსოფლიო კულტურას გაეცნო.

„უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ერის ფორმირებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და სხვების - ყურადღებას“, - აღნიშნა შამბამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა