კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე

ნახვები: 464 შალვა პაპუაშვილი - საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე

ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რაც გახარიამ და ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ ბანაკში გადავიდნენ - საუბარი შეიძლება იყოს არა ზურაბიშვილის და გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა საზოგადოებამ გიორგი გახარიას და სალომე ზურაბიშვილის ალიანსი იხილოს.

პაპუაშვილის თქმით, მომავალი არჩევნებისთვის "ანტიქართული კოალიცია" იკვრება.

„მგონი, ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რაც როგორც გიორგი გახარიამ, ისე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში გადავიდნენ. ამ სახეცვლილებას ვაკვირდებით პირდაპირ ეთერში, როგორ იცვლიან რიტორიკას, დამოკიდებულებას, როგორ ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და როგორ ხდება ხოლმე ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების შეთვისება. ასე რომ, საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც იკვრება მომავალი არჩევნებისთვის და იმაზე თუ ვინ გახდება და ვინ არ გახდება ამ ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა