Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას - მარინა კალიურანდი

ნახვები: 418 ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას - მარინა კალიურანდი

ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტიდან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტი არჩევნების ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას, ამან აჩვენა ძალიან ღრმა დაინტერესება, ასევე პასუხისმგებლობა და ჩართულობა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასებული იქნა როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? და უნდა იყოს თუ არა შემდეგი არჩევნები ჩატარებული უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებულია?!

არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უკანასკნელი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება მუშა პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიები არ იქნება ბოიკოტირებული, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული და სჭირდება ისეთი პარლამენტი, სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იქნება ძლიერი და აქტიური. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროპარლამენტარები, თვალს ვადევნებთ დისკუსიებსა და მოვლენების განვითარებას საქართველოს პარლამენტში. თუ ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, გვენდეთ, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს დემოკრატიის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება პარლამენტში და ჩვენ, ასევე, ვიქნებით ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება! მაგრამ მე მინდა მოვუწოდო მხარეებს თანამშრომლობისკენ საქართველოს პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ. იმდენი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება, დაწყებული კოვიდპანდემიიდან, ეკონომიკური გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები", - განაცხადა კალიურანდმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა