კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაია ბითაძე - პარლამენტში კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას, ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი

ნახვები: 559 მაია ბითაძე - პარლამენტში კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას, ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი

კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მაია ბითაძე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, სადაც მან პარლამენტს კლოუნადა უწოდა.

„არ ვიცი, რა გირჩიოთ ჩვენს კოლეგებს „გირჩიდან“, საკანონმდებლო ორგანოში ხართ და კანონმდებლები ხართ, კანონმდებლობა სამართალს ეყრდნობა. სამართალი მთელ მსოფლიოში ასეთია, მთელ პლანეტაზე ასეა. რაც შეეხება კლოუნადას, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა