კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საპატრიარქო - სოფელ მენჯის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკს, მიტროპოლიტ შიოს მიმართ უარგუმენტო ბრალდებების გამო, სინოდის კომისიის მხრიდან გაფრთხილება მიეცა - ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში, მას სამღვდელო ხარისხი შეუჩერდება

ნახვები: 509 საპატრიარქო - სოფელ მენჯის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკს, მიტროპოლიტ შიოს მიმართ უარგუმენტო ბრალდებების გამო, სინოდის კომისიის მხრიდან გაფრთხილება მიეცა - ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში, მას სამღვდელო ხარისხი შეუჩერდება

სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკს, სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებების“ გამო სინოდის კომისიის მხრიდან გაფრთხილება მიეცა, რომ ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სამღვდელო ხარისხი შეუჩერდება, - აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო“.

„ამა წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სინოდის კომისიის სხდომა. სხდომამ განიხილა სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.

არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო.

კომისიას ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი; დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (მოწვეული); დეკანოზი ავგუსტინე დუნდუა (მოწვეული)“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, "ნეიშენ ჯორჯია" პირველი საინფორმაციო საშუალება იყო, რომელმაც ამ საკითხზე პირველად გაავრცელა ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავას წერილი: ყველაფერი არ მოსულა მეუფე შიო - ვაშინერს! ანუ მეუფის დაუოკებელი სურვილი - მოკვდენ!

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა