კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელიას დუბლი და ჟესტი - „ნაპოლიმ“ გასვლაზე გაიმარჯვა

ნახვები: 757 კვარაცხელიას დუბლი და ჟესტი - „ნაპოლიმ“ გასვლაზე გაიმარჯვა

ხვიჩა კვარცხელიამ იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელიც „ვერონას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:1. ქართველმა თავდამსხმელა კი დუბლი შეასრულა.

ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმების გამო ვიქტორ ოსიმენი, ზამბო ანგისა და ელიფ ელმასი ვერ ეხმარებოდნენ. რუდი გარსიას გუნდს დაცვაში კოსოვოელი ამირ რახმანი დაუბრუნდა.

„ვერონამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მერე ნეაპოლელებმა თამაში გამოასწორეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს.

მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის დარტყმები „ვერონას“ მეკარემ მოიგერია. თუმცა, გოლი მაინც ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს – 27-ე წუთზე რასპადორის გადაცემის შემდეგ, პოლიტანომ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავის გამოჩენა 43-ე წუთზე პოლიტანოს გადაცემის შემდეგ შეძლო – 22 წლის თავდამსხმელმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და „ვერონს“ მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.

ხვიჩამ მეორე ტაიმშიც მოახერხა თავის გამოჩენა და ისევ პოლიტანოს შესანიშნავი თამაშის წყალობით – 55-ე წუთზე მეტოქის გადაცემა რასპადორიმ ჩაჭრა, პოლიტანომ კი საკუთარი ნახევრიდან, ერთი შეხებით, შესანიშნავი პასით კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა, ხვიჩამ კი მცველი ჩამოიშორა და „ნაპოლი 3:0 დააწინაურა.

„ვერონამ“ ხუთ წუთში სხვაობა დარკო ლაზოვიჩის გოლით შეამცირა – სერბმა ნახევარმცველმა ნეაპოლელთა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა.

77-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს და ტრიბუნაზე მყოფმა ნეაპოლელმა ტიფოზებმა ოვაციებით გააცილეს.

ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა და სერია A-ში მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 

პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.

ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ რვა მატჩში უკვე სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ზედიზედ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა