კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გენერალური პროკურორის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

ნახვები: 532 გენერალური პროკურორის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასაჯაროვდება მასალებიც.

„უპირველეს ყოვლისა, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც რაჭაში დატრიალდა. გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, ასეულობით მოქალაქეა უკვე დაკითხული, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის მასალებზე. ისინი ჩართული არიან გამოძიების პროცესში და თითოეული მათი შუამდგომლობა თუ წინადადება სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებთან გათვალისწინებულია. რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ აუცილებლად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ, მათ შორის მასალებსაც, რა თქმა უნდა. იქ ძალიან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შოვში დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა