კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„უსაქმური საქმეა“ - „ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციის აქციებზე

ნახვები: 406 „უსაქმური საქმეა“ - „ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციის აქციებზე

„ეს უსაქმური საქმეა, რასაც ოპოზიცია ახლა ახორციელებს", - განაცხადა დღეს, 10 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ: ოპოზიცია თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს მართავს, რა დროსაც შსს-მ, ჯამში, 46 ადამიანი დააკავა.

„უფლებების ჩარჩო და ზღვარი სად გადის, ამას ადგენს მოქმედი კანონი და კონსტიტუციურ სტანდარტების რომ დავრჩეთ, აუცილებელია ყველამ კანონი დაიცვას. საპოლიციო ღონისძიებები დასაშვებია კანონდარღვევის პრევენციისთვის და რეაგირებისთვის. უმიზეზოდ დაკავება არ შეიძლება, თუმცა ოპოზიციასაც ვერ დავეთანხმები, რომ მიზეზის გარეშე ადამიანებს აპატიმრებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიციელები გამვლელებს მივარდნენ და აპატიმრებენ? რაც შეეხება აქციის შინაარსს, რეალურად, აქციების მიზანია არა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გულშემატკივრობა, არამედ დესტაბილიზაციისთვის ამინდის შექმნა, რაც არის მთლიანი ორკესტრის შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტები, ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელოვნურად უბედურების განცდა გაჩნდეს. საამისო მიზეზი არ არის, ამიტომ, ეს უსაქმური საქმე, რასაც ოპოზიცია ახლა ახორციელებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა