პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

აშშ-ს ელჩი - როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე

ნახვები: 524 აშშ-ს ელჩი - როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე

ვფიქრობ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ის აფასებს პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ფორუმის ჩატარებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან როგორც კომპანიებიდან, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით.

სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს.

ვფიქრობ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“,- აღნიშნა ელჩმა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა