კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ივანიშვილს პანიკურად ეშინია სააკაშვილის ხალხთან გამოჩენის“ - თინა ბოკუჩავა

ნახვები: 411 „ივანიშვილს პანიკურად ეშინია სააკაშვილის ხალხთან გამოჩენის“ - თინა ბოკუჩავა

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ, პოლიტიკური თამაშია და ივანიშვილს იმდენად ეშინია, რომ ის გადამალა," - განაცხადა, დღეს 10 ნოემბერს, ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

„ტექნიკურად რომ ვთქვათ, მოსამართლემ მოითხოვა მისი დასწრება და პროკურატურამ თქვა უარი, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ რეალურად, ეს ერთი პოლიტიკური თამაშია და აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეეხება, გადაწყვეტილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილის იღებს. არ გამკვირვებია, რომ მას არ აძლევენ სასამართლოზე დასწრების უფლებას იმიტომ, რომ ივანიშვილს პანიკურად ეშინია სააკაშვილის კამერებთან და საკუთარ ხალხთან გამოჩენის. სწორედ ამ პანიკურმა შიშმა განსაზღვრა ის, რომ არ გადმოიყვანეს სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. სამართლიანი სასამართლო რომ აღარ არსებობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სასამართლოს უფლება ფორმალურად მაინც რომ იყოს შენარჩუნებული, მას უნდა ჰქონდეს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა. მაგრამ ივანიშვილს იმდენად ეშინია, ის გადამალა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებულ ჰოსპიტალში",- განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა