კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოფო ჯაფარიძე - სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ

ნახვები: 518 სოფო ჯაფარიძე - სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა წარადგინა. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროექტი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყება, სადაც ჩართული არიან ექიმები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ერთად აპირებენ რეგიონებში ჩასვლას მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.

„დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი. ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას. ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის. როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება, როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. პროექტი დაიწყება 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა