კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა

ნახვები: 482 ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს, ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს და ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა.

ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებაზე ოფიციალური პასუხია გაცემული და არის მოსახლეობის დაშინების, ასევე პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენით ეს ყველაფერი, სხვადასხვა ფორმატში, საჯაროდ, ბრიფინგებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციები შეგიძლიათ ნახოთ, ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე არის ოფიციალური პასუხი გაცემული. 27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება – არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ არის საფუძველი. ვიმეორებ, რომ არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ, მიღებული იქნა კვალიფიციური მშენებლების და საზედამხედველო კომპანიის მიერ. გუშინ გავხსენით 27 კილომეტრი, დანარჩენ მონაკვეთებზეც ანალოგიურადაა. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა. რაც შეეხება საჯაროობას, პროექტიც, გეოლოგიაც, ყველა სხვა თანმხლები დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე, მათ შორის, დამატებით თუ გნებავთ რაიმე, შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. უბრალოდ, წამკითხველი და წაკითხვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი 28 ოქტომბერს გაიხსნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა