კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, მოვითხოვ, ირაკლი ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა

ნახვები: 531 თეონა აქუბარდია - ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, მოვითხოვ, ირაკლი ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა

ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში ეწერა, ისევე როგორც ზღვარგადასული ქმედება, რომელიც ირაკლი ბერაიამ განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ემოციების კონტროლი, ის არის ემოციურად გაუწონასწორებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, მოითხოვს, ირაკლი ბერაიამ დატოვოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

„ერთადერთი, რასაც მოვითხოვ, მან დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. არ ვაპირებ, რომ კომიტეტის მუშაობა ან შევაჩერო ან მოვერიდო. პირიქით, მე გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. „ქართული ოცნების“ ინტერესი უნდა იყოს, ასეთი დისკრედიტირებული კომიტეტის თავმჯდომარე აღარ ჰყავდეთ. თუ ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად ან უმრავლესობა არ მიიღებს, მათ ხელში შერჩებათ დისკრედიტირებული კომიტეტის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც ბოდიშს იხდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა