კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს

ნახვები: 530 ჯონ კირბი - ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზის სექტორში მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ თავიანთი ოპერაციების ფარგლებში ისინი ცდილობენ, შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ეს არ ნიშნავს და მე არ მითქვამს, რომ მათი ქმედებები მსხვერპლს არ იწვევს. თითოეული მათგანი არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიო ვიყავით”, – აღნიშნა კირბიმ.

ჯაბალიაზე საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით კირბიმ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ უნდა მომდინარეობდეს ისრაელის თავდაცვის ძალებისგან და არა შეერთებული შტატებისგან.

„მათ უნდა უპასუხონ თქვენს შეკითხვებს ბრძოლის ველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ოპერაციებს”,- აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელელ კოლეგებთან საუბრისას ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მნიშვნელობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა