პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს

ნახვები: 511 ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს

ევროკავშირში გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელი იყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შეასრულეს.

„ეს ეხება კანონის უზენაესობასაც, ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში მეტ გამჭვირვალობასაც და ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის გაძლიერებასაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა „მყარი და სანდო რჩებოდეს“, მათ შორის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა, ვინაიდან „რუსეთი უნდა ხედავდეს, რომ მსოფლიო უკან არ იხევს, როდესაც თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს იცავს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა