თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა

ნახვები: 499 ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელა.

ჯონსონის თქმით, ის, რაც მან ადგილზე ნახა, იყო საშინელი და სურს, მთელ მსოფლიოში ხალხმა შეძლოს ამ საშინელების სიცხადით დანახვა.

„ხალხმა უნდა იცოდეს „ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორია, რომ ისრაელმა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების შესახებ ჯონსონმა უპასუხა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ევალება, ისრაელს უთხრას, როგორ მოიქცეს.

„როდესაც 240 მძევალია, როდესაც ამ მასშტაბის დანაშაული გაქვს და როდესაც არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, რომ შეწყვიტოს“, – აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ჯონსონის თქმით, ის ისრაელში ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და ისრაელელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა