კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რადიო თავისუფლება“ - ევროკომისია აპირებს თქვას, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით

ნახვები: 470 „რადიო თავისუფლება“ - ევროკომისია აპირებს თქვას, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით

ევროკომისია აპირებს თქვას, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

გამოცემა წეს, რომ ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

წყაროების ცნობითვე, ევროკომისია გეგმავს, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ამ პროცესში მოლდოვას, სავარაუდოდ, სამ პირობას წაუყენებენ, ხოლო უკრაინას - ოთხს.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს. სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა