კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი

ნახვები: 526 თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ ბევრი რეფორმა იქნება განსახორციელებელი, რომელიც „ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება“.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის და ამ კონკრეტულ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებისა, ჩვენ ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ნამდვილად იმედი გვქონდა და გვაქვს დღესაც, როდესაც სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ევროკომისიის გადაწყვეტილება.

მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საბოლოო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც დეკემბერში იქნება. ქართველი ხალხის ხმა იქნებოდა უფრო ძლიერი, ხმამაღალი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით ევროკავშირი მისცემს საქართველოს ამ შესაძლებლობას, რომ ამ ისტორიულ მომენტში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა განვახორციელოთ ბევრი რეფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკების პროცესი. ყველას კარგად ესმის, რომ ამის გაკეთების პოლიტიკური ნება ოლიგარქიული მმართველობის, ივანიშვილის რეჟიმში ვერ და არ იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ვალდებულებები და რეფორმები ისევ ჩვენი განსახორციელებელია. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა ძალიან დიდი წარმატებით გაივლის ამ გზას ქართველ ხალხთან ერთად”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა