კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დადგინდეს დამნაშავეები

ნახვები: 517 ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დადგინდეს დამნაშავეები

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ინციდენტი „შემაშფოთებელია“.

„ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა