კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სახდეპი - მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით

ნახვები: 503 აშშ-ის სახდეპი - მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით

მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.

ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ევროკომისია გაფართოების შესახებ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ათ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა