სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს

ნახვები: 588 ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს

პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის ხელმეორედ დარღვევაა, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს, ან მის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტისას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, კონსტიტუციის დარღვევით კარგი საქმეები კეთდებოდეს.

„არ ვიცი, მთავრობამ თანხმობა მისცა თუ არა. რაც შეეხება მის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ტერმინებს ნუ ავურევთ, რადგან ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იგულისხმება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას პარტიებს შორის ვულისხმობთ. მათ შორის პარლამენტშიც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა