სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

სი ძინპინი ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა

ნახვები: 538 სი ძინპინი ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკას ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში. სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სან ფრანცისკოში შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.

როგორც მანამდე ბაიდენმა განაცხადა, ამერიკა არ ცდილობს ჩინეთისგან დისტანცირებას, ცდილობს ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას. „მიზანია, რომ დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი“, - ჯო ბაიდენმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას მოელის ჩინეთის პრეზიდენტთან გასამართი საუბრიდან.

სან-ფრანცისკოში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, დაძაბული პერიოდის შემდეგ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოს.

შეგახსენებთ, ჯო ბიადენი და სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა