კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბაიდენი - ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი დასრულდება, როცა „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს და შეურაცხყოს ისრაელელები

ნახვები: 542 ბაიდენი - ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი დასრულდება, როცა „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს და შეურაცხყოს ისრაელელები

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება შესაძლებლობა დახოცოს ისრაელელები.

”ვფიქრობ, ეს შეჩერდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს, შეურაცხყოს და საშინელი ქმედებები ჩაიდინოს ისრაელელების წინააღმდეგ,” - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელმა კონფლიქტის დასრულებამდე უნდა მიაღწიოს იმ დონეს, როცა „ჰამასს“ მის წინააღმდეგ თავდასხმის განმეორების შესაძლებლობა აღარ ექნება.

„ჰამასმა“ თქვა, რომ აპირებენ იმავეს გაკეთებას ისევ, რაც გააკეთეს. ისინი აპირებენ, შევიდნენ და სურთ ისრაელების დახოცვა. მათ სურთ ამის გაკეთება ისევ. მათ ეს ხმამაღლა თქვეს. ისინი ამაზე არ ხუმრობენ. ისინი უკან არ იხევენ. ასე რომ, უბრალოდ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: მაინტერესებს, რას ვიზამთ, ასე რომ იყოს?“ - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ომის დანაშაული ჩაიდინა. „გვაქვს ისეთი გარემოება, როდესაც „ჰამასი“ ახორციელებს პირველ ომის დანაშაულს იმით, რომ მათი შტაბ-ბინა, მათი სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ არიან დამალული. ეს ფაქტია. ეს არის ის, რაც მოხდა“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა