კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ნახვები: 499 დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ დადგენილებას კენჭისყრისას საკანონმდებლო ორგანოში 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა. მისი წერილობითი განცხადების ნამდვილობაზე დღეს დილით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა და დადებითი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს და პლენარულ სესიაზე განხილვის შემდეგ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

„მადლობას ვუხდით ბატონ დავითს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას მის შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა