კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველო - შოტლანდია 2-2 და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი

ნახვები: 751 საქართველო - შოტლანდია 2-2 და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა