Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდა, დღეს მათი ლიდერია

ნახვები: 512 ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდა, დღეს მათი ლიდერია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" დაშლის პირას არის და „ქართული ოცნება“ იზრუნებს იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს.

„რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს - არ გაგიკვირდეს მეგობრებო, ეს ადამიანები მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ორი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს და ვერ გაურკვევიათ, რომელი რას ხელმძღვანელობს. რეალური ბელადი არის საპატიმროში. მიშა მაგარი აღარ არის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდეს და კიდევ უფრო გამოაჩინოს სახე, თუმცა იმაზე მეტად სახეს ვეღარ გამოაჩენენ, რაც მათ გააკეთეს უკვე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ, აგენტად აცხადებდნენ, დღეს არის მათი ლიდერი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ დღეს შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც გახდეს. იქაც ფორმალური თავმჯდომარე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე.

„იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ყველა შესაბამის საკითხთან მიმართებაში ორიენტირებული იყო მომავალზე, ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ვითარდება სერვისების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეებისთვის და რა იცვლება უკეთესობისკენ მათი ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა მინისტრმა ისაუბრა სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზოგავს დროს და ეფექტიანი ადმინისტრირების საშუალებას აძლევს, ისაუბრა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისაუბრა არა ყველას დასჯაზე და ნულოვან ტოლერანტობაზე, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციაზე, მედიაციაზე და იმ სერვისებზე, რომელიც განვითარდა და კიდევ ვითარდება იუსტიციის სამინისტროში.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით მომზადებულია „პენიტენციური კოდექსი", რომელიც ჩვენ უკვე ორი მოსმენით განვიხილეთ და ის მნიშვნელოვან უფლებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს ჩვენი მსჯავრდებულებისთვის", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა