სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

„სანქციები უნდა დაწესდეს ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ სიაში პრემიერსა შევიყვანდი“ - კრამერი

ნახვები: 451 „სანქციები უნდა დაწესდეს ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ სიაში პრემიერსა შევიყვანდი“ - კრამერი

„სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ის არის გადაწყვეტილების მიმღები, პრემიერი კი მის ბრძანებას ასრულებს, ამიტომ მასაც შევიყვანდი სანქციების სიაში. ამ ორის სანქცირებით დავიწყებდი. ამის შემდეგ არ მგონია საჭირო გახდეს სხვების სანქცირება," - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით შესახლების კადრებია ასახული.

„კადრები, რაც ვიხილეთ, თავზარდამცემი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" იფიქრა, რომ ამის გამოქვეყნება კარგი აზრი იყო. ეს აჩვენებს ოპოზიციის დემორალიზაციის, სააკაშვილის დამცირების მცდელობას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, ხალხის გაღიზიანებას. ჩემთვის ეს ნათლად წარმოადგენდა ადამიანის უფლებების უდიდეს დარღვევას და საკმარისია იმისთვის, რომ გლობალური მაგნიცკის სანქციების სიაში მოხვდნენ. ასე არ უნდა მოექცე, მით უმეტეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს დაუჯერებელი იყო. დასავლეთმა უნდა გაიღვიძოს და უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ ვითარებაში. მე ვემხრობი ინდივიდუალურ, მიზანმიმართულ სანქციებს და არა - სანქციებს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. პირველ რიგში, სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ის არის გადაწყვეტილების მიმღები, პრემიერი კი მის ბრძანებას ასრულებს, ამიტომ მასაც შევიყვანდი სანქციების სიაში. ამ ორის სანქცირებით დავიწყებდი. ამის შემდეგ არ მგონია საჭირო გახდეს სხვების სანქცირება. შეიძლება ის ხალხის უნდა მოექცეს სანქციებში, ვინც სააკაშვილს ასე მოექცა, თუმცა თუ ამ ორ მთავარ მოთამაშეს, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს დაუწესდება სანქციები, ეს საკმარისი იქნება," - აცხადებს კრამერი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა