კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ოთახში სპილო“ შეიძლება, იყოს არა მხოლოდ უნგრეთი

ნახვები: 611 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ოთახში სპილო“ შეიძლება, იყოს არა მხოლოდ უნგრეთი

უკრაინა აცნობიერებს, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის გზა არის დამსახურებების და არა საჩუქრების გზა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

„უკრაინა აცნობიერებს, რომ ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყნის გზა არის დამსახურებების და არა საჩუქრების გზა. ამიტომ, უკრაინა ასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება შესახვედრად გზის თავისი ნაწილი გაიაროს და როგორც დაპირებული იყო, წლის ბოლომდე, დეკემბერში შედეგი იყოს ჩვენთვის ასე სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და სრულუფლებიანი ინტეგრაციის შესახებ პროცესის დაახლოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის დროს ყველა უნდა იყოს ძალიან კონკრეტული დეკემბერში ევროკავშირის ლიდერების მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არანაირ საჩუქრებს არ ველოდებით, თუმცა ვისურვებდი, რომ მაინც, მიაქციონ ყურადღება, რომ ჩვენი ქვეყანა ომშია. ჩვენთვის დეკემბერში გადაწყვეტილება არის სამოტივაციო და მობილიზაციური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება უკრაინას, სჯეროდეს სამართლიანობის, ცარიელი სიტყვები არ არის ის, რომ უკრაინელები იცავენ საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას აჩუქებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

„არის შვიდი რეკომენდაცია. ჩვენ უნდა შევასრულოთ ისინი, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს. დღეს მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხოლო თუ თითქმის ყველაფერი, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იქნება შესრულებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ჩვენ შევასრულებთ შვიდივე რეკომენდაციას. თუმცა დღეს ჩვენ ვართ მზად. მე ვხედავ დადებით რეაქციას“, – აღნიშნა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ჰკითხეს უნგრეთის შესახებ, რომელიც წარმოადგენს „სპილოს ოთახში“ და ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„ჯერჯერობით პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ „ოთახში სპილო“ შეიძლება, ნებისმიერი იყოს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ მთავარია, მოვიქცეთ, როგორც ადამიანები და შევასრულოთ ყველაფერი ჩვენს გზაზე. არის შვიდი რეკომენდაცია. ჩვენ ისინი ყველა უნდა შევასრულოთ, რომ ჩვენს მიმართ არ იყოს არანაირი კითხვა, იმის თქმის არანაირი შესაძლებლობა, რომ უკრაინამ რამე ვერ შეასრულა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი პოზიცია, რომელშიც შეიძლება იყოს უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დეკემბერში სამიტზე თუ ევროკავშირი არ მიიღებს მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას, ეს იქნება კრემლის სასარგებლო ნაბიჯი.

„ვისურვებდი, რომ ჩვენ არ ვითამაშოთ რუსეთის სასარგებლოდ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გარშემო არ იქნება ევროპის გაერთიანება, ამის შემდეგ შეიძლება, „გატყდეს“ სხვა გადაწყვეტილებებიც – უკრაინის დახმარების შესახებ, სასანქციო ზეწოლის შესახებ, ფინანსური დახმარების შესახებ. ეს ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა