კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევრო 2024 - ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე და სამი ნახევარფინალური წყვილი

ნახვები: 579 ევრო 2024 - ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე და სამი ნახევარფინალური წყვილი

ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე.

A ლიგის გზას გარანტირებულად წარმოადგენენ პოლონეთი, უელსი და ესტონეთი.

B ლიგის გზა: ისრაელი, ბოსნია.

C ლიგის გზა: საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი.

პლეი ოფის კიდევ სამი მონაწილის – ფინეთის, უკრაინისა და ისლანდიის ბედს გადაწყვეტს წილისყრა, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება. ამ სამი გუნდიდან ორი B ლიგის გზაზე წავა, ერთი – A ლიგის გზაზე.

ამ მომენტისთვის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

 

A ლიგის გზა

პოლონეთი (1) – ესტონეთი (4)

უელსი (2) – ფინეთი/უკრაინა/ისლანდია (3)

 

B ლიგის გზა

ისრაელი (1) – უკრაინა/ისლანდია (4)*

ბოსნია (2) – ფინეთი/უკრაინა (3) *

 

C ლიგის გზა

საქართველო (1) – ლუქსემბურგი (4)

საბერძნეთი (2) – ყაზახეთი (3)

* – თუ წილისყრის შედეგად ფინეთი მოხვდება B ლიგაში, ის, როგორც უფრო მაღალი რეიტინგის მქონე, შეხვდება ბოსნიას, ხოლო უკრაინა ან ისლანდია ითამაშებენ ისრაელის წინააღმდეგ.

თუ უკრაინა და ისლანდია მოხვდებიან B ჯგუფში, მაშინ უკრაინა, როგორც უფრო მაღალი რეიტინგის მქონე, ითამაშებს ბოსნიის წინააღმდეგ, ისლანდია კი ისრაელს შეხვდება.

ნახევარფინალის მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე გაიმართება. წყვილებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან და გამოავლენენ ევრო 2024-ის ფინალისტებს. ფინალის მასპინძელი ქვეყნები 23 ნოემბერს, წილისყრისას გაირკვევა, რომელიც 15 საათზე ნიონში დაიწყება.

წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა