კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები

ნახვები: 467 კახა კალაძე - დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები

დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობის შენარჩუნებით, გაძლიერებით, გონიერებით უნდა მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელ მსოფლიოს მიეწოდოს ინფორმაცია ამ კუთხით არსებული გამოწვევების თაობაზე.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის ქვეყნის ტერიტორიები, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ჩართულობით, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ის რეალობა, რაც ხდება საქართველოში. ის უსამართლობა, ის პრობლემები, რომლის წინაშეც ვართ. ჩვენ განვითარებით, მშვიდობის შენარჩუნებით, გაძლიერებით, გონიერებით უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნება. უნდა მოვახდინოთ აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება და შევძლოთ თანაცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა