კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

BBC - „ჰამასმა“ მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა

ნახვები: 418 BBC - „ჰამასმა“ მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა

„ჰამასმა“ მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, რადგან „ჰამასმა“ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. თუმცა, ამ დრომდე არ ზუსტდება რას უკავშირდება „ჰამასის“ ახალი მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.

შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, პარალელურად კი ღაზაში ოთხდღიანი პაუზა იმოქმედებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა