კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

GeorgiAI - საქართველოში მთავარი ციფრული საინფორმაციო ფონდი იქმნება

ნახვები: 397 GeorgiAI - საქართველოში მთავარი ციფრული საინფორმაციო ფონდი იქმნება

საქართველოში მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდი/ბაზა GeorgiAI იქმნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და პალიტრა ჰოლდინგის პარტნიორობით შექმნილ ციფრული სივრცე ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს.

GeorgiAI ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო სანდო ინფორმაციას აგენერირებს და დაინტერესებული მხარეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ბაზა აერთიანებს როგორც მიმდინარე, ისე საარქივო მასალას და ის ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, საინფორმაციო ფონდი მუდმივად განახლებადია. ის სისტემატურად შეივსება ახალი და საარქივო მასალით ეკონომიკის, ბიზნესის, პოლიტიკის, კულტურის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, განათლების და სხვა სექტორების შესახებ.

“ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გლობალურად იცვლება ინფორმაციის მიმღების ქცევა. მისი მიზანია მოკლე დროში სწორი და საიმედო ინფორმაცია მოიპოვოს შესაბამისი წყაროსგან. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით იქმნება საქართველოს მთავარი საინფორმაციო ფონდი, რომელიც ინფორმაციის მოძიების პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს. შედეგად გაიზრდება ძებნის ეფექტურობა და პერსონალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოხდება ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ბლოკირება. პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ განახლებულ, მოცულობით მულტიმედია მასალას, გადაამოწმონ ფაქტები და შეამცირონ ხარჯები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა GeorgiAI-ს ქართულენოვანი ვერსიის შექმნაზეც,“ - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

„დღეს „პალიტრა ჰოლდინგი“ ქვეყანაში ყველაზე მსხვილ მედია არქივს აერთიანებს. სწორედ ეს არქივი იტვირთება GeorgiAI-ის ფონდში. პლატფორმაზე უკვე ატვირთულია ჩვენი მედიასაშუალებების არქივის დიდი ნაწილი. პროცესი გრძელდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ციფრული საინფორმაციო ფონდი მხოლოდ ჩვენი მასალებით არ შემოიფარგლება. GeorgiAI, როგორც საქართველოს მთავარი და ყველაზე მსხვილი საინფორმაციო ფონდი, ღიაა თანამშრომლობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, მედიასაშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ინფორმაციაზე წვდომა კი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება,” - აცხადებენ „პალიტრა ჰოლდინგში“.

პროექტზე აქტიური მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა