კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უამინდობის გამო განსაკუთრებით დაზარალდა ფოთი, ანაკლია და განმუხური - ზარალის აღწერა დილიდან დაიწყო

ნახვები: 371 უამინდობის გამო განსაკუთრებით დაზარალდა ფოთი, ანაკლია და განმუხური - ზარალის აღწერა დილიდან დაიწყო

[სანაპირო ზოლზე სტიქიის] ახლანდელი ტენდენცია უკვე დაწყნარებისკენ მიდის, დილის 5 საათიდან შტორმმა კლება იწყო, თუმცა საფრთხე კიდევ რჩება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახლა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის თანხობრივი შეფასება ვერ ხდება, თუმცა, შესაბამისი ჯგუფები აღწერის სამუშაოებს დღეს დაიწყებენ.

„ახლანდელი ტენდენცია უკვე დაწყნარებისკენ მიდის, დღეს დილის 5 საათიდან შტორმმა კლება იწყო. ახლაც გრძელდება, მაგრამ აღარ გაძლიერებულა, პირიქით, დაიკლო და ვიმედოვნებთ, რომ აღარ გაძლიერდება. ახლა ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ზარალი ცხადია, არის, განსაკუთრებით, ფოთის სანაპიროზე, ანაკლიაში, განმუხურში, თუმცა დღეს დილიდან ჯგუფები გავიდნენ და შესაბამის აღწერას და შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვების შედგენას დაიწყებენ. ასე, რომ ჯერ [ზარალის] თანხობრივად გამოხატვა ცოტა ადრეა, მაგაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, ზარალი დიდია. სტიქიის ადგილას მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დარჩენა იმდენად სახიფათო აღარ არის, ვიდრე აქამდე იყო. გუშინ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. იმას, რომ საფრთხე აღარ არის, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვით. საგრძნობი კლებაა, სანაპიროს ბევრად ეტყობა, მაგრამ საფრთხე კიდევ რჩება“,- განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა