კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ამილახვარი - არავის არაფერი გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა - დავალებების სავალდებულოობა გაუქმდა

ნახვები: 404 გიორგი ამილახვარი - არავის არაფერი გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა - დავალებების სავალდებულოობა გაუქმდა

[ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებით] არავის არაფერი გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა, ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის სიცრუე, რომელიც აზიანებს მნიშვნელოვან რეფორმას.

„ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ, თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში, სემესტრის თუ სასწავლო წლის დროს, შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა