კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია - ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკურ ამოცანად ექნებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება

ნახვები: 473 გიგა ბოკერია - ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკურ ამოცანად ექნებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება

ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა აქვს -საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან რეალური დაახლოება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა თუ არა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციამ შეაფერხოს, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა.

„ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ნატო-ს საკითხს ევროკავშირისგან განაცალკევებენ. ჩვენ უნდა გავთვალოთ იმაზე, რაზეც გავლენა გვაქვს. გავლენა გვაქვს იმაზე, რომ დემოკრატიული ცვლილების შედეგად ისეთი მთავრობა უნდა მოვიყვანოთ, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა ექნება. ამის შემდეგ შეგვიძლია სერიოზულად ვიმსჯელოთ, როგორი პოზიციონირება გვექნება საერთაშორისო ასპარეზზე. სანამ ივანიშვილის რეჟიმი წარმოგვადგენს, გათვლები იმაზე, რომ ორბანის ამ ნაბიჯს პასუხს გავცემთ, უბრალოდ, არასერიოზულია იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა“, -განაცხადა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა