კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„შექმნან სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს“ - თამარ კორძაია იუსტიციის მინისტრს პასუხობს

ნახვები: 407 „შექმნან სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს“ - თამარ კორძაია იუსტიციის მინისტრს პასუხობს

„კეთილი, ინებონ და შექმნან სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს მე-18 დაწესებულებაში", - განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს

„ფრანსუა მიტერანის პირადი ექიმი ყოველდღიურად ავრცელებდა ინფორმაციას ფრანსუა მიტერანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მთელმა საფრანგეთმა იცოდა, რომ ფრანსუა მიტერანი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ექიმმა გაავრცელა მემუარები, სადაც წერდა, რომ წლების განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი იტანჯებოდა სიმსივნით. თუ რატი ბრეგაძე გვპირდება, რომ ციხის ექიმები ამ ინფორმაციას ყოველდღე გაავრცელებენ, ეს შეიძლება ზუსტად იგივე შემთხვევა იყოს, რაც მოვიყვანე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამიტომ ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო და მას არავინ ენდობა. კეთილი, ინებონ და შექმნან სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს მე-18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კორძაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა