კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის

ნახვები: 443 ჯონ კირბი - აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის

აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ მუშაობს უკრაინისთვის, მათ შორის, აღჭურვილობისა და საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.

„მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მომზადებული ვყოფილიყავით ამ საგანგებო სიტუაციისთვის. როგორც გახსოვთ, ეს იყო განხილვის მთავარი თემა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია თეთრ სახლს სექტემბერში. ამ ზამთრამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების სკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაავალეს შეერთებული შტატების მთავრობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ ძალისხმევისთვის“, – აღნიშნა კირბიმ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის განცხადებით, აშშ რუსეთისგან ელის, რომ ზამთარში ისინი შეეცდებიან, გაანადგურონ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა