კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„გისურვებთ სიკეთეს და სიყვარულს“ - პრემიერი მოსახლეობას ტოლერანტობის დღეს ულოცავს

ნახვები: 373 „გისურვებთ სიკეთეს და სიყვარულს“ - პრემიერი მოსახლეობას ტოლერანტობის დღეს ულოცავს

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას," - განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით , ეს დღე დასტურია იმისა, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.

ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალკულტურული, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი იდენტობის შენარჩუნება.

საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა