თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის მის გაფართოებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა

ნახვები: 390 ანა წითლიძე - ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის მის გაფართოებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა

ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, არის ერთადერთი მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რასაც ორბანი აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.

„ერთი ერთში ჰგავს საქართველოს ხელისუფლებისა და ორბანის განცხადებები და ქმედებები ერთმანეთს. ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი. ორბანი ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი და მიიღოს 24-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს გაყინული აქვს მისთვის უნგრეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გამო. ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება. ორბანის ეს განცხადება ახლა თუ ვინმეს უწყობს ხელს, ეს არის პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, - აღნიშნულია ორბანის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა