თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

IPN: ზურაბ ბატიაშვილი - უნგრეთი ევროკავშირის „ტროას ცხენია“

ნახვები: 488 IPN: ზურაბ ბატიაშვილი - უნგრეთი ევროკავშირის „ტროას ცხენია“

უნგრეთის მიერ უკრაინის დაბლოკვის სურვილი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ავტომატურად საქართველოს საკითხიც დაიბლოკება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორია ევროკავშირში მხოლოდ ორბანის იმედზე ყოფნა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ევროკავშირის გაფართოების საკითხში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ფაქტორის შეფასებისას განაცხადა.

ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უნგრეთი ევროკავშირის „ტროას ცხენია“, რომელიც ამ გაერთიანებაში რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„ორბანი უკვე დიდი ხანია თამაშობს „ტროას ცხენის“ როლს ევროკავშირში. ის პირდაპირ რუსეთის არა მხოლოდ სურვილების გამხმოვანებელია, არამედ უკვე საქმითაც გადის რუსულ ნარატივში და რუსულ საქმეს აკეთებს. მის მიერ უკრაინის დაბლოკვის სურვილი პირდაპირ კავშირშია იმასთანაც, რომ ავტომატურად საქართველოს საკითხიც დაიბლოკება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორია ევროკავშირში მხოლოდ ორბანის იმედზე ყოფნა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს. ყოველგვარი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ორბანი მხოლოდ უკრაინას ერჩის, არა, უკრაინას არ ერჩის, ორბანის სახით უნგრეთი ერჩის ზოგადად დასავლეთს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას და უკრაინის დაბლოკვით ის საქართველოსაც ბლოკავს, რაც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთადერთი აქტორის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა გამოდის“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა თბილისისთვის გამონაკლისი დაუშვას იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, ბატიაშვილმა განმარტა, რომ ამ პროცესში მთავარი ლოკომოტივის, უკრაინის“ დაბლოკვა, საქართველოს კონტექსტიდან აგდებს.

„პოლიტიკაში ზოგადად რაიმეს აბსოლუტურად გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, საქმე იქით მიდის, რომ მთლიანად გაფართოების პროცესში ლოკომოტივი არის სწორედ უკრაინა და რუსეთ-უკრაინის ომმა მისცა ბიძგი, ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამიტომ აქ მთავარი აქტორის, უკრაინის დაბლოკვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს ამბავი იბლოკება იმიტომ, რომ თუ უკრაინა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს, ამ შემთხვევაში, წევრობას და მოლაპარაკებების დაწყებას, დაიბლოკება, მაშინ საქართველო და მოლდოვა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხომ არ წავა წინ?! მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოსაც 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებული და ეს არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასავლეთისგან ზეწოლა იქნება იმგვარი, რომელიც შეაცვლევინებს ორბანს თავის ამ პოზიციას“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მექანიზმები აქვს ევროკავშირს უნგრეთის წინააღმდეგ, ბატიაშვილმა განმარტა, რომ ხმის უფლების ჩამორთმევა უნგრეთისთვის ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ეს შეიძლება ზეწოლის საშუალებად იქნას გამოყენებული.

„ეს ცოტა გრძელვადიანი ამბავია, თავის დროზე მსგავსი რამ მოხდა ავსტრიის შემთხვევაში წლების წინ, როდესაც ავსტრიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, მსგავსი რამ შეიძლება უნგრეთის შემთხვევაში მოხდეს, ოღონდ ამას დრო სჭირდება, იმიტომ რომ პროცედურები არსებობს და ამ პროცედურებს დრო სჭირდება. თუმცა, ალბათ, ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმიც სწორედ ეს იქნება, რომ შეიძლება დაემუქრონ, რომ ხმის უფლება დროებით მაინც შეუჩერდეს, იმიტომ, რომ რეალურად რუსეთის საქმეს აკეთებს უნგრეთი ევროკავშირში და მოქმედებს როგორც რუსეთის ხმა და მისი სურვილების შემსრულებელი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა