Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თინა ბოკუჩავა - ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები

ნახვები: 419 თინა ბოკუჩავა - ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები

ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან.

„ამ წუთებში პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ყოველწლიური შეხვედრა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ძალისთვის. წარმოდგენილია 80 პოლიტიკური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ ავტოკრატიული რეჟიმი და აქ ერთ-ერთი მთავარი დისკუსიის თემა არის სწორედ ეს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა