კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ნახვები: 535 აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობის წევრებმა.

17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის, ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტოა და გამორჩეული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე. მსურს, კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო თანაგრძნობა და სამძიმარი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილ ოჯახებს და ვიმედოვნებ, რომ მათი მრავალწლიანი მოლოდინის დასრულება და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მათი ოჯახის წევრებისათვის სათანადო პატივის მიგების შესაძლებლობა, მცირედ ნუგეშს მაინც მიანიჭებს მათ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა