პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტუსკი- ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა

ნახვები: 458 დონალდ ტუსკი- ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა

პოლონეთის სეიმის წევრი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ TVN24 ავრცელებ.

„მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მმართველობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსეთის პოზიციებზე. მისი ურთიერთობები მოსკოვთან და პუტინთან ორგანულია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება მნიშვნელოვნად შეცვლის მის დამოკიდებულებას“, – ასე უპასუხა ტუსკიმ ჟურნალისტის კითხვას მისი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შესაძლო მოლაპარაკებებზე.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ორბანი დღეს არ არიან პოლიტიკურად ახლოს ერთმანეთთან.

მისი თქმით, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებას პოლონეთისთვის 800 მილიონი ევროს გადაცემის საკითხზე, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს.

„ორბანთან ვერ გადაჭრეს ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის 800 მილიონი ევრო იარაღისთვის“, – თქვა მან მორავიეცკის მთავრობაზე.

ტუსკის თქმით, ის მკაცრი იქნება ევროსაბჭოში, უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას და გამოიყენებს სხვადასხვა არგუმენტებს, რომ აღმოიფხვრას ორბანის დამოკიდებულების უარყოფითი შედეგები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა