კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი: იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“

ნახვები: 1445 ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი: იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“

კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“.

პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე ცხოვრობს რომელიმე ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ტრავმით (ფსიქოლოგ - ლიზ ბურბოს კლასიფიკაციით) - ძალადობა (სექსუალური, ფიზიკური , მორალური); ღალატი; უსამართლობა; მიტოვება; დამცირება - რაც იწვევს მათ მძიმე სულიერ მდგომარეობას.

კვლევებით ასევე დადგინდა, რომ საგანგაშო ვითარებაა მომსახურებისა და სათამშო ბიზნესის სფეროში,  ასევე საბანკო სექტორსა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებით.

„კომპანიებში არც კი განიხილავენ თანამშრომელთა ინდივიდუალური თუ ჯგუფური თანადგომის საკითხებს ამ მიმართულებით და მიიჩნევენ, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ტრავმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე მიღებული სტერესების საფუძველზე ახდენს აქტუალიზებას. ეს კომპანიები კი ხშირად მედიაში საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობებზე საუბრობენ“, - აცხადებს კლუბის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკუდაიძე.

მისივე თქმით, ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები, ცხოვრების ტემპის მუდმივი ზრდა, ახალ-ახალი გამოწვევები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები თითოეულ პიროვნებას სტრესის ქვეშ ამყოფებს.

„ადამიანების სტრესმედეგობა კონკრეტულ ვითარებაში, არის ლოკალურ მოვლენაზე მისი რეაგირება, თუმცა განგრძობად პერიოდში ის აუცილებლად საჭიროებს დაკვირვებას, პრევენციასა და რეაბილიტაციას, - აცხადებს ნაკუდაიძე და დასძენს, - ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა სახის ტრავმით და მათ სჭირდებათ თანადგომა. ამ მიმართულებით არსებობს ორი უმთავრესი პრობლემა - ერთი ის, რომ ადამიანებს უჭირთ საკუთარი ტრავმების აღიარება და მათზე საუბარი, მეორე - მძიმე ფინასნური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სპეციალისტებისათვის მიმართვას“.

მისი განმარტებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სესიები.

„ამ ეტაპზე ძირითადად ვმუშაობთ ტრავმების ხუთი მიმართულებით - ძალადობა, უსამართლობა, დამცირება, მიტოვება, ღალატი. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროექტში მონაწილე ინდივიდუალური პირების უმეტესობამ მოითხოვა ჯგუფური სესიები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანებს შორის ცივილური და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების აუცილებლობაზე“, - აცხადებს ნაკუდაიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია პროექტში ჩართვის მსურველებისთვის: https://www.facebook.com/ASpaceOfTrust

ტელ: 558 50 63 12

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა