კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად შეფასდება და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება - ზელენსკი

ნახვები: 532 ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად შეფასდება და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება - ზელენსკი

"ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან დეკემბერში ელოდნენ. მისივე თქმით, უკრაინის რადამ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელი კანონებიც მიიღო და ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინა.

"ვესაუბრე დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და სავსებით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებს აუცილებელი შედეგების მისაღწევად. მადლობელი ვარ გაგებისთვის და დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ევროკავშირის ერთიანობის საკითხებიც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში.

უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები. კერძოდ, ნაციონალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა 7რეკომენდაცია. ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა