კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

ნახვები: 442 სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკოსებისთვის დასკვნითი ღონისძიება გამართა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„დღეს არის იმ კამპანიის დასრულება, რომელიც დაიწყო 8 ნოემბერს და მიზნად ისახავდა, საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელიც მიგვიყვანდა 15 დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველოს ხმა ევროპისკენ გაგზავნილი. ეს არ იყო არც პრეზიდენტის ხმა, არც რომელიმე ცალკე ჯგუფის, ასე მოვიფიქრე, რომ მე ვიწყებდი, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად გავაგრძელებდით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გადავიარეთ. ეს დაიწყო მაშინ, როცა ჩვენ შევედით ეუთო-ში და დაიწყო ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვით, რომელიც წარმოთქვა ეუთო-ს საბჭოში. ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული სწორედ ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა.

იმედი მაქვს, ორ დღეში კიდევ ერთხელ ისევე ვიზეიმებთ, როგორც ვიზეიმეთ 8 ნოემბერს. ჩვენ ვიცით, 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. 15 დეკემბრის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ორმაგად ვალდებული, გავაგრძელოთ გზა ყველამ ერთად. ბევრი რამ იქნება ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ თუ დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს შიგნით, ვერაფერს მივაღწევთ. მე არ მიყვარს მხოლოდ დეპოლარიზაციაზე საუბარი, როცა გვაქვს ჩვენი პრინციპები და ეს არის ის, რომ ერთობა არის ყველაზე ძლიერი. ყველაფერში არ ვიქნებით ერთიანი, დარწმუნებული ვარ, იწყება საარჩევნო წელი და იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური დავა, ზოგჯერ მწვავე დისკუსიებიც, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც, იმედი მაქვს, დაიწყება 15 დეკემბერს.

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, იმ პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებაში იყვნენ თუ არა, პოზიციაში თუ ოპოზიციაში, აქ მოსული, თუ არმოსული, ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს შეტანილი წვლილი შედეგში, რომელიც უნდა დადგეს ამ დღეებში და, რომელიც, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ, ყველას მადლობა. ეს არის მადლობა, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებიდან და რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის ფარგლებში შეგროვილი ხელმოწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გადასცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა